Aa
Aa

ტებასმა დაადასტურა - „ლა ლიგა სევილიური დერბით გაიხსნება"

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა დაადასტურა, რომ ჩემპიონატის განახლება 11 ივნისს, სევილიური დერბით იგეგმება. ლა ლიგის პირველი პირი Movistar-ს ესაუბრა და განაცხადა:

„არის შანსი, რომ პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართოს. საუბარი მხოლოდ ერთ მატჩზეა, რომელიც დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნება. იმედი მაქვს, რომ თარიღი არ შეიცვლება და სევილიასა და ბეტისს შორის გასამართი დაპირისპირება 11 ივნისს, ადგილობრივი დროით 22:00-ზე დაიწყება.

სიმართლე გითხრათ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გამაკვირვა, თუმცა მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის ფეხბურთი უმნიშვნელოვანესია.

ვაპირებთ, რომ მომდევნო ოთხი ტურის განრიგი ამ კვირაში გამოვაქვეყნოთ და გამორიცხული არაა კალენდარში ცვლილებები შევიდეს. ჩვენი გეგმის მიხედვით, შუა კვირაში გასამართი მატჩები საღამოსა და ღამის საათებში დაიწყება, ხოლო უიკენდზე შეხვედრები სამ სხვადასხვა დრო გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ შაბათს, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ს სეზონის 8 ივნისიდან განახლების უფლება მისცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები