კანტე: მოურინიო? კონტე უფრო დამაჯერებელი იყო..
Aa
Aa

კანტე: მოურინიო? კონტე უფრო დამაჯერებელი იყო..

ლონდონის "ჩელსის" ახალწვეულმა, ნ'გოლო კანტემ აღიარა, რომ გასულ ზაფხულს, მას "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებოდა. ფეხბურთელის თქმით, ჯერ კიდევ "ლესტერში" ასპარეზობის დროს, მას ჟოზე მოურინიომ დაურეკა და "მანჩესტერში" გადასვლა შესთავაზა.

"მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერის" ინტერესის შესახებ გაგებული მქონდა, მოურინიოს ზარი მაინც საკმაოდ მოულოდნელი სიურპრიზი იყო. მან ჩემს დასარწმუნებლად ყველაფერი გააკეთა, თუმცა მე პარალელურად მოლაპარაკებებს "ჩელსისთანაც" ვაწარმოებდი. ანტონიო კონტე კი, უფრო დამაჯერებელი იყო. მოურინიოს მადლობა, თუმცა აქ გადმოსვლას არ მნანობ და იმედი მაქვს, რომ ჩემს ახალ კლუბთან ერთად უამრავი ტიტულის მფლობელი გავხდები" - განაცხადა ნ'გოლო კანტემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები