ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა | პროკურორისა და ადვოკატის პირველი კომენტარები
Aa
Aa
24 მაისი 2020  |  13:47

ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა | პროკურორისა და ადვოკატის პირველი კომენტარები

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფერდა. ამ თემაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის უფროსი ნათია გურულმა მედიასთან ისაუბრა: '

'ნიკოლოზ ბასილაშვილს შეუფარდდა აღკვეთის ღონისძიება, თუმცა სასამართლო არ დაგვეთანხმა იმ გარემოებაში, რომ არსებობდა მაღალი რისკები, რომ ჩადენილიყო ახალი დანაშაული, ასევე განადგურებულიყო მტკიცებულება ან მომხდარიყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მიმალვა, თუმცა ეს არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ სასამართლომ ჩათვალა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა. სასამართლომ იხელმძღვანელა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და დაადგინა, რომ არსებობდა ფაქტობრივი საფუძვლები.

ნიკოლოზ ბასილაშვილს შეეფარდა გირაო 100 000 ლარის ოდენობით პატიმრობის უზრუნველყოფით და გადახდის ვადად დაუწესდა 30 დღე".

ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას კომენტარი ასეთი იყო:

საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ საიტზე განცხადება განათავსა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

''საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები