„რეალის“ გულშემატკივრებს ძირითად შემადგენლობაში ისკოსა და ილარამენდის ხილვა სურთ
Aa
Aa

„რეალის“ გულშემატკივრებს ძირითად შემადგენლობაში ისკოსა და ილარამენდის ხილვა სურთ

როგორც მოგეხსენებათ ზეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „ჩემპიონთა ლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაუპირისპირდებიან. ამ შეხვედრას კი „სამეფო გუნდის“ ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი, გარეტ ბეილი და ლუკა მოდრიჩი გამოტოვებენ.

 

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ესპანურმა გაზეთმა „Marca“-მ „რეალის“ გულშემატკივრებში გამოკითხვა ჩაატარა, თუ ვისი ხილვა სურდათ მათ ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად.

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, „სამეფი გუნდის“ ქომაგები უპირატესობას 4-4-2 სქემას ანიჭებენ. ნახევარდაცვაში კი მათი აზრით ისკომ, ილარამენდიმ, კროოსმა და ხამეს როდრიგესმა უნდა ითამაშონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები