Aa
Aa
22 მაისი 2020  |  09:15

70 მატჩი 82-ის ნაცვლად - NBA-ში ცვლილებებს გეგმავენ

Sports illustrated იტყობინება, რომ NBA-ის ხელმძღვანელები რეგულარული სეზონის შემოკლებას განიხილავენ. ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, რომელსაც საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს, გუნდები 82-ის ნაცვლად 70 შეხვედრას ჩაატარებენ და შემდეგ პლეიოფები დაიწყება.

ამერიკული გამოცემის ცნობით, სეზონი ივლისის შუა რიცხვებში განახლდება, თუმცა თუ კორონავირუსის პანდემიამ ვითარება შეცვალა, არის ვარიანტი NBA აგვისტოში დაბრუნდეს და პირდაპირ პლეიოფები ვიხილოთ.

სეზონის განახლების თარიღთან დაკავშირებით, „ბრუკლინ ნეთსის“ კალათბურთელმა, სპენსერ დინუიდიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ რეგულარული სეზონის ბოლო ხუთი თამაში, ლიგის მიერ შერჩეულ ლოკაციაზე, 15 ივლისიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ შემს შარანიას მიხედვით, NBA-მ გუნდებს შეატყობინა, რომ კორონავირუსის ტესტების პროვაიდერ კომპანიებს დაუკავშირდა, რაც ნიშნავს, რომ ლიგა მასობრივი ტესტირებებისთვის ემზადება. ეს კი, პარკეტზე დასაბრუნებლად უმნიშვნელოვანესია.

ლოკაციას რაც შეეხება, Sport Illustrated იუწყება, რომ საუბარი მხოლოდ ორლანდოზე და ლას-ვეგასზე მიდის, თუმცა NBA-ის ხელმძღვანელები მზად არიან სხვა ვარიანტებიც განიხილონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები