გიორგი კორსანტია კარიერას საფრანგეთში გააგრძლეებს
Aa
Aa
20 მაისი 2020  |  13:30

გიორგი კორსანტია კარიერას საფრანგეთში გააგრძლეებს

ქართველი კალათბურთელი გიორგი კორსანტია კარიერას საფრანგეთის მესამე ლიგის კლუბ  „კაენში“ გააგრძელებს.

21 წლის ეროვნული ნაკრების წევრი საქართველოში „თსუ“-ს ღირსებას იცავდა , სადაც დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული გახდა. ასევე ის ფინალური მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, რომელმაც ტურნირის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა.

ბოლო სეზონში ახალგაზრდა კალათბურთელის საშუალო მონაგარი  15.1 ქულა, 11.5 მოხსნა, 2.4 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ.

გიორგი კორსანტია: “წლევანდელმა კარგად ჩატარებულმა სეზონმა და ეროვნული ნაკრების რიგგებში გამოჩენამ განაპირობა ევროპის სხვადასხვა გუნდების დაინტერესება, თუმცა ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერე საფრანგეთში მოასპარეზე გუნდ კაენზე, რომელთანაც უკვე გავაფორმე კონტრაქტი და შემდეგ სეზონში მის ღირსებას დავიცავ, მადლობა მინდა გადავუხადო გუნდ თსუ-ს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემ კარიერულ წინსვლაში”

შეგახსენებთ თვის დასაწყისში „თსუ“-ს გუნდი კიდევ ერთმა ნაკრების კალათბურთელმა გიორგი ტურძილაძემაც დატოვა, რომელიც ასევე საფრანგეთში გაემგზავრა.

22 წლის ქართველი კალათბურთელი კარიერას „რუელში“ გააგრძელებს.

გიორგი ტურძილაძე: “2 კვირის წინ დამიკავშირდა ფრანგული კლუბი, რომელთანაც 2 დღის წინ გავაფორმე ხელშეკრულება. რა თქმა უნდა, დიდი როლი ითამაშა ნაკრებში გამოვლილმა პერიოდმა. იმ ორმა თამაშმა, სადაც, ესე ვთქვათ, უფრო გამოვჩნდი. ეს გუნდი არ არის პირველი დივიზიონის და მე მქონდა სხვა, უფრო ძლიერი დივიზიონებიდან შემოთავაზება, მაგრამ ამჯერად ვარჩიე ეს ლიგა, რომელიც რანგით მესამეა საფრანგეთში. ეს არ არის სუსტი დივიზიონი. ჩემთვის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი ეტაპია გასავლელი იქ, რის შემდეგაც, უფრო რეალური შემოთავაზება მექნება ტოპ-ლიგებიდან”

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები