Aa
Aa

"დაიჯერე დიდი, შენ უნდა დაიჯერო", - უცნობი ისტორია: "მაესტრო" მატა და დროგბა

ლეგენდარულმა დიდიე დროგბამ სოციალურ ქსელში 2012 წლის ტრიუმფი გაიხსენა და უცნობი ისტორია მოგვიყივა.

დიდიეს თქმით, ხუან მატამ ლონდონელთა ტრიუმფში დიდი როლი ითამაშა და კონკრეტულად ის გამარჯვებაში დაარწმუნა.

კლუბმა მწვრთნელი დაითხოვა (შუა სეზონში), ამის შემდეგ ფეხბურთელებს ცალკე ჩვენი შეკრება გვქონდა, სადაც ვთქვით, რომ ვილაშ-ბოაშის დათხოვნაში დამნაშავენი ჩვენც ვიყავით. სიტყვით ჯონ ტერი, ფრენკ ლამპარდი, პეტრ ჩეხი და გუნდის სხვა ლიდერები გამოდიოდნენ.

გადავწყვიტეთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველაფერი გაგვეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლში პირველი მატჩი (მერვედფინალი) 1:3 გვქონდა წაგებული.

ჩვენ, ჩემპიონთა ლიგის მოგებას 8 წელი ვცდილობდით, თუმცა საუკეთესო შედეგი მეორე ადგილის დაკავება იყო. ყველანი შევთანხმდით, რომ ერთი მიზნისთვის ყველაფერი გვერდით გადაგვედო.

ამ გუნდური შეკრების შემდეგ, ახალგაზრდა 23 წლის ხუან მატას ვუთხარი - „მაესტრო, გთხოვ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარე“.

მან ისე შემომხედა, თითქოს - „შენ დიდიე დროგბა ხარ და შენ დამეხმარები მე გამარჯვებაში“. შემდეგ, მას ვუთხარი, რომ აქ 8 წელი გავატარე და ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ შევძელი, ის კი იყო ფეხბურთელი, რომელიც ამაში დამეხმარებოდა.

ვუთხარი, რომ მას საჩუქარსაც კი ვაჩუქებდი, თუ ჩვენ ტიტულს მოვიგებდით. ეს ყველაფერი თებერვლის ბოლოს იყო.

3 თვის შემდეგ, ჩვენ ფინლაში ვიყავით, მიუნხენში „ბაიერნის“ წინააღმდეგ, ტრიბუნებზე ნამდვილი წითელი ტალღები იყო.

მასპინძლებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მატჩის დასრულებამდე 7 წუთით ადრე გაიტანეს. იმ მომენტში გადაღლილები და იმედგაცრუებულები ვიყავით.

„ახალგაზრდა ბიჭმა“ (მატა) მითხრა: „დაიჯერე დიდი, შენ უნდა დაიჯერო“, მე, თითქმის ატირებულმა ვუპასუხე - „შეხედე დროს, რისი უნდა მჯეროდეს? ყველაფერი თითქმის დასრულებულია“.

ტირილს ვაპირებდი, როგორც რამდენიმე თვის წინ, როცა კოტ დ’იუართან ერთად აფრიკის თასის ფინალი წავაგე.

ბოლო წუთი, ბოლო კუთხური - ეს ჩვენთვის პირველი კუთხური იყო, მიუნხენელებს კი 18 ჰქონდათ მოწოდებული. გამოიცანით, ვინ ჩააწოდა ეს კუთხური... ხუან მატამ. დანარჩენი უკვე ისტორიაა. გაკვეთილი მდგომარეობს იმაში, რომ ყოველთვის უნდა გჯეროდეს!!!“

ფინალის შემდეგ, დროგბამ ყველა თანაგუნდელს იმ დღისთვის სპეციალურად მიძღვნილი ბეჭდები დაურიგა.

როცა მთელი გუნდი გასახდელში გამარჯვებას ზეიმობდა, სამწუხაროდ პეტრ ჩეხი ამ ყველაფერს გამოაკლდა, რადგან ის მოულოდნელად დოპინგ-ტესტის ჩასაბარებლად წაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები