დავით ქირიამ პრესტიჟულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა
Aa
Aa

დავით ქირიამ პრესტიჟულ ორგანიზაციასთან კონტრაქტი გააფორმა

კიკბოქსინგის ორგანიზაცია Glory-ის ქართველმა (მსუბუქი წონის) ყოფილმა ჩემპიონმა დავით ქირიამ, პრესტიჟულ ორგანიზაცია One Championship-თან კონტრაქტი გააფორმა.

ქირიას მენეჯმენტმა აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაასაჯაროვა.

„დავით ქირია, კიდევ ერთი ელიტური დონის კიკბოქსიორია, რომელიც ჩვენ ორგანიზაციას შეუერთდა. მსუბუქ წონაში Glory-ის პირველი ტურნირის გამარჯვებული, შესაძლოა ყოფილ მეტოქეებს, ჯორჯო პეტროსიანსა და სიტიჩაი სისონგპენონგს დაუპირისპირდეს“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაში.

ამ სასიამოვნო სიახლეს, თავად ქართველის სპორტსმენიც გამოეხმაურა და სოციაალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა:

„მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ჩემი ახალი მიზანი, რომელიც მაქვს დასახული

onechampionship-თან გავაფორმე გრძელვადიანი კონტრაქტი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ჩემ ქვეყანაში ჩამოვიტანო კიდევ ერთი უძლიერესი ორგანიზაციის ქამარი! ვიშრომებ ბევრად უფრო მეტს ვიდრე მანამდე მიშრომია რათა ღირსეულად ავაფრიალო ქართული დროშა მსოფლიო ასპარეზზე“.

როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს ჩინეთის ქალაქ შანხაიში ქართველმა კინგბოქსიორმა 70 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. Kunlunfight-ის ეგიდით გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ქირიამ ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

რაც შეეხება Glory-ს, ქირიამ ჩემპიონობა ენდი რისტის დამარცხების შედეგად მოიპოვა, თუმცა შემდეგ პეტროსიანთან და სიტიჩაისთან მარცხი იწვნია და ტიტულის დათმობა მოუწია. ამჯერადაც - ხსენებული სამეული ჩემპიონობის მთავარ პრეტენდენტებად განიხილება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები