Aa Aa
15 მაისი 2020  |  09:48

„ტრავმირებული კობი შემოდის და"... - ლინი საინტერესო ისტორიას იხსენებს

„ლეიკერსის“ ყოფილმა კალათბურთელმა, ჯერემი ლინმა ლეგენდარულ კობი ბრაიანტთან დაკავშირებით საინტერესო ისტორია გაიხსენა. ლინმა 2014-15 წლების სეზონზე და ტრეიდების დედლაინის წინა დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

„კობი ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა და გუნდთან ერთად არ იმყოფებოდა. ბრაიანტი რამდენიმე კვირა არ გვყავდა ნანახი, შემდეგ, კი ერთ-ერთი ვარჯიშისას გამოგვეცხადა.

მისი დანახვა ყველას გაგვიხარდა. ბიჭები მას ოვაციებით შეხვდნენ, კარლოს ბუზერმა კი ჰკითხა: „კობი, გამიხარდა შენთან შეხვედრა. დიდი ხანია არ გვინახიხარ. რამ გადაგაწყვეტინა დღეს აქ მოსვლა“? ბრაიანტი ამ დროს გაქვავებული სახით იდგა და გვითხრა: „შემოვიარე რათა დავემშვიდობო თქვენ შორის მყოფ რამდენიმე უმაქნისს, რომლებსაც ხვალ გაცვლიან“. ამ ფრაზის შემდეგ, მწვრთნელს მიუჯდა, რაღაც უთხრა და წავიდა. მახსოვს, რამდენიმე წუთის შემდეგ, ერთ-ერთმა თანაგუნდელმა მითხრა, რომ ვარჯიშის მოტივაცია დაკარგა“.

2014-15 წლების „ლეიკერსი“ საშინელი გუნდი იყო, რომელმაც რეგულარულში 61 შეხვედრა წააგო და გასაკვირი არაა „შავი მამბა“ შემადგენლობით უკმაყოფილო რომ გახლდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ კობიმ იმ სეზონის ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა და ლოს-ანჯელესური გუნდის მაისურით მხოლოდ 35 შეხვედრა ჩაატარა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!