ბალოტელის
Aa
Aa

ბალოტელის "ნიცაში" გადასვლამდე ერთ ნაბიჯი აშორებს..

"ლივერპულის" იტალიელმა თავდამსხმელმა, მარიო ბალოტელიმ დღეს დილით ნიცაში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას "L'Equipe" ავრცელებს.

მიუხედავად ამ ფაქტისა, კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ ეტაპზე კვლავ მიმდინარეობს. საარენდო ხელშეკრულების დასრულებისთვის, "ლივერპულმა" "ნიცას" მოთხოვნა უნდა შეასრულოს. ფრანგებს კი სურთ, რომ ინგლისელებმა ფეხბურთელის ხელფასის ნახევარი თავად დაფარონ.

ამ დროისთვის მოლაპარაკებები გრძელდება, ხოლო რამდენიმე ინგლისურ და ფრანგულ გამოცემას თუ დავეყრდნობით, "ლივერპულმა" ბალოტელი შესაძლოა სრულიად უფასოდაც კი დათმოს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები