Aa
Aa

კაკა - ფელიქსს: "შენ ჩემზე ფართო ტექნიკური არსენალი გაქვს"

ლეგენდარულმა კაკამ და პორტუგალიელმა ტალანტმა, ჟოაო ფელიქსმა ტელეარხ Sport TV-ის ეთერში ერთმანეთში ისაუბრეს. კაკა ფელიქსის კუმირია, ინტერვიუს დიდი ნაწილი სწორედ ბრაზილიელი საუბრობდა, მან ჟოაოს რამდენიმე რჩევაც მისცა.

„ყველაზე მთავარია გვესმოდეს და გავითავისოთ, როგორი ტიპის მატჩში ვმონაწილეობთ და ჩვენი გუნდის ტაქტიკა როგორია. მაგალითად, არის გუნდები, რომლებშიც ტაქტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტექნიკა. თუმცა, ერთი ფაქტია, რომ შენ თამაშობ კლუბში, რომელიც ესპანეთს მსოფლიოს მასშტაბით წარმოადგენს.

ვფიქრობ, ჩვენ შორის ფიზიკურ მონაცემებში მსგავსება არსებობს, მეორე მხრივ კი მგონია, რომ შენ ჩემზე ფართო ტექნიკური არსენალი გაქვს, მე უფრო ვერტიკალურად ვუტევდი“.

საუბრის ბოლოს ფელიქსმა კაკას მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა და მას საკუთარი სურვილის შესახებაც უთხრა: „შენი პოსტერები ჩემს ოთახში მქონდა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუკი შენთან საუბრის საშუალება მომეცემოდა. რაც შეეხება ჩემს ოცნებას, ის ჩემპიონთა ლიგის მოგებაა“.

კაკამ ფელიქსს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგა, მისი ატმოსფეროთი, ჰიმნით და სხვა ასპექტებით, განსაკუთრებული ტურნირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები