ოფიციალურად: ჟოაო მარიო
Aa
Aa

ოფიციალურად: ჟოაო მარიო "ინტერის" ფეხბურთელია

პორტუგალიის ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტინგის" ნახევარმცველი ჟოაო მარიო კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად "ნერიაძურის" ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

ფეხბურთელმა მსოფლიოს წამყვანი გრანდების ყურადღება ევრო 2016-ზე წარმატებული თამაშით მიიქცია. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა, "ინტერმა" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში პირველობა არავის დაუთმო და საკუთარი ნახევარდაცვის ხაზი მნიშვნელოვნად გააძლიერა. ჟოაო მარიოს ტრანსფერი "შავ-ლურჯებს" 45 მილიონი ევრო დაუჯდათ.

შეგახსენებთ, რომ "ინტერმა" გაბრიელ ბარბოსას (გაბიგოლის) დამატებაც მოახერხა და სავარაუდოდ, წელს "ნერიაძური" პირველ სამეულში მოსახვედრადაც იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები