4 წლის წინ - სანდრო ბაზაძემ ისტორიული მედალი მოიპოვა
Aa
Aa

4 წლის წინ - სანდრო ბაზაძემ ისტორიული მედალი მოიპოვა

ოთხი წლის წინ 13 მაისს სანდრო ბაზაძემ ქართული ფარიკაობის ისტორიაში მსოფლიო თასზე პირველი მედალი მოიპოვა.

ესპანეთის დედაქალაქში ტრადიციულ, პრესტიჟულ მსოფლიო თასზე VILLA DE MADRID სანდრო ვერცხლის მედალს დაუფლა.

ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ 11 შეხვედრა მოიგო, ჯგუფში ექვსივე მეტოქეს სძლია, შემდეგ ეგვიპტელი მოჰამედ ამერი 15-12, იტალიელ ფრანჩესკო ბონსანტო 15-8, რუმინელი ტიბერიუ დოლნიჩეანუ 15-12, იტალიელები დიეგო ოკიუზი 15-7 და ლუკა კურატოლი 15-14 დაამარცხა. ფინალში კი ფრანგ ვინსენ ანსტეტისთან ანგარიშით 9-15 დამარცხდა.

შეგახსენებთ , რომ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები