Aa Aa
12 მაისი 2020  |  22:27

„ვირთხა ხარ, რომელიც იმალება“ - მორიგი დაპირისპირება ხაბიბსა და კონორს შორის

UFC 249-ის ფარგლებში ტონი ფერგიუსონის დამარცხების შემდეგ, ჯასტინ გეიჯიმ ხაბიბ ნურმაგომედოვს „მსოფლიოში საუკეთესო“ უწოდა. ამერიკელის განცხადებას სოციალურ ქსელში კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურა და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

„ჯასტინ, ყველამ ვიცით, რომ სახიფათო არაა ადამიანი, რომელიც ფეხებს ეხუტება. ეცადე და ნამდვილ საფრთხესთან ერთად იცეკვე. მე შენ მოგკლავ. შენს კბილებს კი, ყელსაბამზე ჩამოვკიდებ. შენ ჩემს მამობრივ უნარებზე საუბრობდი? ჩათვალე მკვდარი ხარ“.

 

კონორს გეიჯის შესახებ საუბარი ამით არ დაუსრულებია და მალევე მეორე პოსტი გამოაქვეყნა: „არასდროს თქვა, რომ დიად ამერიკელ ერს წარმოადგენ. არცერთი ნამდვილი ამერიკელი ასე არ ილაპარაკებდა, ან არ დაუშვებდა მისი წარმომადგენელი ყოფილიყო ადამიანი, რომელიც ჯიჰადისტური ტერორისტული ქსელის წევრია და თან ნასამართლევია (საუბარი ალი აბდელ-აზიზზეა, რომელიც გეიჯის მენეჯერია). არასდროს დაივიწყო! შენ უსინათლო სულელი ხარ და მე დაწყებულ საქმეს დავასრულებ“.

 

 

გეიჯის შემდეგ, ხაბიბ ნურმაგომედოვის ჯერი დადგა: „ხაბიბ, შენ სამარცხვინო ხარ. მოუსვენარი ვირთხა, რომელიც როგორც ყოველთვის იმალება. ეს ბევრჯერ მითქვამს და ბევრჯერაც გვინახავს. ავტობუსის ფანჯრის მეშვეობით კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რაც მანამდეც ცნობილი იყო. უკომენტაროდ. შენ ნამდვილი ჩხუბების სირცხვილი ხარ“.

 

ხაბიბს ირლანდიელი მებრძოლი უპასუხოდ არ დაუტოვებია და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მანაც რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

„დიახ, გვახსოვს, რომ იმ საღამოს ძალიან კარგი იყავი. ასეთივე დარჩი, ყალბი ნუ იქნები“.

 

ამის შემდეგ, მაკგრეგორმა ხაბიბს კიდევ ერთი პოსტი მიუძღვნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა: „დიახ, ფეხების ჩახუტება და ბანაობა პატარა სააბაზანოში, მამაკაცებთან ერთად“.

 

ხაბიბის პასუხი კი ასეთი გახლდათ: „ფეხების ჩახუტება? დაგავიწყდა როგორ დაგაგდე, თუ ტვიტებს მთვრალი წერდი? გაჯობე დარტყმებში, ნაწილებად დაგშალე ჭიდაობაში და გაგანადგურე გრეპლინგში. გაიძულე საკუთარი ხელებით ჰაერს ჩაჭიდებოდი და საბოლოოდ დანებდი. არ დაგავიწყდეს შენი სიტყვები: „ეს მხოლოდ ბიზნესია“.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!