რონალდუს 7 საყვარელი ვარჯიში, რომლითაც კარანტინის დროს ფორმა შეინარჩუნა
Aa
Aa

რონალდუს 7 საყვარელი ვარჯიში, რომლითაც კარანტინის დროს ფორმა შეინარჩუნა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის შედარებით შემცირების შემდეგ, კლუბებმა ვარჯიშები განაახლეს და სეზონის გასაგრძელებლად ემზადებიან, მათ შორისაა „იუვენტუსიც“. ტურინული კლუბი უკვე შეიკრიბა და საწვრთნელ პროცესს შეუდგა.

კრიშტიანუ რონალდუ ამჟამად გუნდთან ერთად არ იმყოფება, რადგან ის პორტუგალიიდან დაბრუნდა და მას 14 დღიანი კარანტინის გავლა უწევს. ეს წესი ყველა ადამიანზე ვრცელდება, ვინც იტალიაში არ იმყოფებოდა.

რონალდუ თვითიზოლაციის დროს ქომაგებს თავისი ვარჯიშის ვიდეოებს სულ უზიარებდა. მან, ეს ამჯერადაც გააკეთა. პორტუგალიელმა მილიონობით გულშემატკივარს აჩვენა ვიდეო, სადაც ის თავის 7 საყვარელ ვარჯიშს ასრულებს, რომლებითაც პანდემიის დროს ფორმის შენარჩუნებას ცდილობდა.


ხსენებულ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ის ცნობილი ფიტნეს-კლუბ Crunch-ის ფეისბუქ გვერდზეც გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ბაზაზე დაბრუნებისა და შემოწმების შემდეგ, კორონავირუსი „ფიორენტინასა“ და „სამპდორიაში“ ჯამში 9 ადამიანს დაუდასტურდა. „იუვენტუსში“ კი ბოლო ინფიცირებული პაულო დიბალა იყო, რომელმაც ვირუსი საბოლოოდ დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები