დიბალა:
Aa
Aa

დიბალა: "იმედი მაქვს პოგბასთან ერთად თამაშს კვლავ შევძლებ"

„იუვენტუსის“ არგენტინელმა ათიანმა პაულო დიბალამ უეფას ოფიციალურ ვებ გვერდთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის პოლ პოგბას გვერდით კვლავ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა:

„ჩემი მეგობარი პოლი მანჩესტერიდან, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ როგორც ფეხბურთელს და უფრო მეტად როგორც ადამიანს.

მე, პატივი მქონდა მასთან ერთად დიდებული რაღაცები მეკთებენია და იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობა მომავალშიც მომეცემა“.

დიბალამ და პოგბამ „იუვენტუსში“ ერთად მხოლოდ 1 სეზონი ითამაშეს 2015-2016 წლებში.

ევროპულ პრესაში ბევრჯერ დაიწერა, რომ პოგბას „იუნაიტედის“ დატოვების დიდი სურვილი აქვს და ეს მალე მოხდება. ფრანგის შეძენის სურვილს „იუვენტუსის“ გარდა ესპანური გრანდები „რეალი“ და „ბარსელონაც“ გამოთქვამენ, თუმცა ტურინელებს მათი ყოფილი მოთამაშის დაბრუნება ყველაზე მეტად სურთ.

აღსანიშნავია, რომ პოგბას აგენტმა მინო რაიოლამ რამდენიმე თვის წინ პრესას საჯაროდ განუცხადა, რომ მისი კლიენტი ინგლისის დატოვების შემთხვევაში კარიერას მხოლოდ ლა ლიგაში გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები