turkish-football: ნასრი
Aa
Aa

turkish-football: ნასრი "ბეშიქთაშში" გადასვლასთან ახლოსაა!

თურქული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, "ბეშიქთაში" სამირ ნასრის შეძენით სერიოზულადაა მოწადინებული. ამის დასტურად კი, turkish-football-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშინ მანჩესტერში, თვით ამ კლუბის პრეზიდენტი, ფიკრეტ ორმანი იმყოფებოდა, რომელმაც "ქალაქელთა" ხელმღძვანელებთან, გარიგების საბოლოო დეტალებზე ილაპარაკა. 

ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ არ დასტურდება, თუმცა ორმანის ვიზიტი, ჩვენ თურქ კოლეგებს აფიქრებინებთ, რომ საქმე თითქმის მოგვარებულია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ფრანგი ვარსკვლავი კარიერას "ვოდაფონ არენაზე" გააგრძელებს.

ასევე, ჯერჯერობით არ სახელდება თანხა, რომლის გაღებაც თურქებს, ფრანგის სანაცვლოდ მოუწევთ. 

29 წლის ნასრი, "სიტის" რიგებში 2011 წელს, ლონდონის "არსენალიდან" გადავიდა. 

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს "ბეშიქთაშმა", სხვებთან ერთად, "ბარსელონადან" ადრიანო კორეია და "ბენფიკადან" იმედისმომცემი შემტევი ანდერსონ ტალისკა დაიმატა. 

 

მომზადებულია turkish-football.com-ის მიხედვით

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები