ახალი ვარიანტი - ჩაკვეტაძის გადაბირება დევიდ მოიესს სურს
Aa
Aa

ახალი ვარიანტი - ჩაკვეტაძის გადაბირება დევიდ მოიესს სურს

Hammers.news თურქულ გამოცემაზე, Yeni Asir-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი ზაფხულში „გენტის“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის გადაბირებით ინტერესდება.

გამოცემის მიხედვით, „ვესტ ჰემს“ ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ თავდასხმაში კრეატიულობა აკლია და შესაძლოა შემტევი ნახევარმცველის დამატება მოიესის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყოს.

როგორც ირკვევა „ჩაქუჩებს“ ქართველი ფეხბურთელის შეძენა 5.3 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეეძლებათ, რაც მათთვის სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. თურქულ გამოცემაზე დაყრდნობით, Hammers.news იტყობინება, რომ ლონდონურ გუნდს კონკურენცია შესაძლოა „რომამ“, „ბორდომ“ და „ტრაბზონმა“ გაუწიონ, თუმცა „ვესტ ჰემის“ ფინანსურად გაცილებით ხელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება და 5.3 მილიონი ფუნტი მათთვის მისაღები ფასია, რასაც მათ კონკურენტებზე ვერ ვიტყვით.

შეგახსენებთ, რომ 2019-20 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიის ჩემპიონატში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში მხოლოდ ორჯერ მოხვდა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ოლექსანდრიასთან'' ითამაშა, ხოლო ფლეი-ოფში „რომას'' წინააღმდეგ ორივე მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები