Aa Aa
7 მაისი 2020  |  20:12

ტაისონ ფიურის მამამ რკინის მაიკი გამოიწვია: „სიკვდილისთვის მზად ვარ"

ტაისონ ფიურის მამამ, ჯონ ფიურიმ ლეგენდარული მოკრივე, მაიკ ტაისონი საქველმოქმედო ბრძოლაში გამოიწვია. „ბოშათა მეფის" მამამ „რკინის მაიკს“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მიმართა და განაცხადა, რომ მზადაა ამერიკელს შეერკინოს.

„მაიკ ტაისონთან ჩხუბი მინდა. ამაზე რას იტყვით? მაიკი რინგზე დაბრუნებას აპირებს, მე კი, ჩემს სიცოცხლეს 50 პენადაც არ ვაფასებ. თანაც შემიძლია გითხრათ, რომ მის წინააღმდეგ საქველმოქმედო ბრძოლის გამართვა ნამდვილად ღირს. იგი ღირსეული ჩემპიონი და ღირსეული ადამიანია.

მაიკ ტაისონის წინააღმდეგ ვიჩხუბებ! ჯონ ფიური არავის ემალება და გამონაკლისი არც ასაკოვანი მამაკაცების მეფე მაიკ ტაისონია. მზად ვარ მას ვეჩხუბო და ამ შესაძლებლობას ვერავინ წამართმევს. სიკვდილისთვის მზად ვარ! მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე“.

შეგახსენებთ, რომ ტაისონს რინგზე დაბრუნება და 4-რაუნდიანი საჩვენებელი ბრძოლების გამართვა სურს. მას საქველმოქმედო მიზნები ამოძრავებს და რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების დახმარებას აპირებს. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელებში მისი ვარჯიშის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. აქვე გეტყვით, რომ რინგზე ევანდერ ჰოლიფილდიც დაბრუნდა და კრივის გულშემატკივრების ოცნება ლეგენდარული მოკრივეების მორიგი ჯახის ხილვაა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!