Aa Aa
6 მაისი 2020  |  17:37

დანა უაითი: "კონორი ძალიან კარგ ფორმაშია, მზადაა კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს"

მიმდინარე წლის იანვარში კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე დაბრუნდა და დონალდ სერონე 40 წამში ეფექტურ სტილში დაამარცხა. ამის შემდეგ ირლანდიელი არ გაჩერებულა და მორიგი ბრძოლის გამართვას ითხოვს. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ხაბიბ ნურმაგომედოვთან რევანში სურს, თუმცა იქამდე ჯერ დიდი დროა.

როგორც UFC-ის დირექტორი დანა უაითი ამბობს, კონორი 2020 წელს კიდევ ერთი ბრძოლის ჩასატარებლად მზადაა.

„კონორი მზადაა წელს კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს. ის ძალიან კარგ ფორმაშია. მებრძოლთათვის, საბრძოლო კუნძული ძალიან მნიშვნელოვანი ლოკაცია გახლავთ. რა თქმა უნდა, არ მსურს მაკგრეგორის ბრძოლამ მაყურებელთა გარეშე ჩაიაროს, თუმცა თავად კონორი ამისთვის მზადაა“.

დანა უაითმა დეტალები არ გაამხილა და საზოგადოებას კონორის შესაძლო მეტოქის ვინაობა არ დაუსახელა, თუმცა პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაკგრეგორის მომდევნო მეტოქე და ყველაზე რეალური კანდიდატი ხორხე მასვიდალია.

მაკგრეგორის ყოფილი მეტოქე, ედი ალვარესი კი მიიჩნევს, რომ ირლანდიელი ხაბიბ ნურმაგომედოვის დამარცხებას ვერასდროს მოახერხებს. UFC-ის ექს-ჩემპიონი კონორის შესახებ შემდეგ რამეს ამბობს:

„სიმართლე გითხრათ, პირადად მე, მირჩევნია კონორმა კრივში კიდევ ერთხელ სცადოს ბედი, ვიდრე ხაბიბთან მატჩრევანში გამართოს. ნურმაგომედოვი ჩხუბის სტილის მხრივ მაკგრეგორისთვის უხერხული მეტოქეა. ჩემი აზრით, კონორს გრეპლინგში არ აქვს იმდენი გამოცდილება, რომ ოდესმე ხაბიბის დამარცხება შეძლოს.

სამაგიეროდ მჯერა, რომ მაკგრეგორი ტონისთან ბრძოლაში გაიმარჯვებს. გეიჯისა და ირლანდიელის დაპირისპირებასაც სიამოვნებით ვნახავდი. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ კონორი მოიგებს, მათი ბრძოლა მაინც სასიამოვნო სანახავი იქნებოდა“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!