ბალოტელის შეძენა საშუალო დონის გუნდებსაც არ სურთ!
Aa
Aa

ბალოტელის შეძენა საშუალო დონის გუნდებსაც არ სურთ!

დღეს "Rai Sport"-ის პირდაპირ ეთერში, "სასუოლოს" გენერალურმა დირექტორმა ჯოვანი კარნევალიმ განაცხადა, რომ კლუბს მარიო ბალოტელის დამატების შანსი ქონდა, თუმცა ფეხბურთელის შეძენაზე უარი განაცხადეს...

"რამდენიმე დღის წინ მინო რაიოლამ მარიო ბალოტელის ტრანსფერი შემოგვთავაზა, თუმცა ჩვენ მის დამატებაზე უარი ვთქვით. ასეთი ფეხბურთელი "სასუოლოს" არ ჭირდება" - განაცხადა ჯოვანი კარნევალიმ.

როგორც მოგეხსენებათ, ბალოტელი "ლივერპულის" საკუთრებაა და გასულ სეზონში იგი არენდის წესით "მილანში" ასპარეზობდა. თუმცა "როსონერიში" ფეხბურთელმა მხოლოდ 3 გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც მილანურმა გრანდმა მის გამოსყიდვაზე უარი განაცხადა. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის სამომავლო გეგმებში კი, ბალოტელი არ შედის.

ამჟამად "სუპერ მარიოს" შეძენით მხოლოდ "ბოლონიაა" დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები