BILD: ბაიერნმა სანესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა
Aa
Aa

BILD: ბაიერნმა სანესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ და ლეროი სანემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც გერმანელი გარემარბი „რეკორდმაისტერთან“ 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

წყაროს თანახმად, გარიგება უკვე მოიწონეს კლუბის ხელმღვანელებმა, მათ შორის ჰასან სალიჰამიჯიჩმა და ოლივერ კანმა.

Bild-ი წერს, რომ „ბაიერნს“ ტრანსფერის რაც შეიძლება მისაღებ ფასად გაჩარხვა სურს. კორონავირუსისგან გამოწვეული ფინანსური კრიზისის გათვალისწინებით მიუნხენელები სანეს 40 მილიონ ევროდ გაფორმებას გეგმავენ.

„სიტიმ“ ფეხბურთელს მოლაპარაკებების უფლება მისცა და მისი წარმომადგენლები „ბაიერნს“ უკვე შეუთანხმდნენ, ახლა კი ჯერი კლუბებზეა. შესაძლოა, გარიგებაში რომელიმე მოთამაშეც ვიხილოთ, რადგან პანდემიის დაწყების შემდეგ, ევროპულ პრესაში ბარტერების შესახებ ბევრი იწერება, რასაც უკვე კლუბებიც ეთანხმებიან. ამ ეტაპზე დიდძალი თანხის გადახდას ყველა ერიდება.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნის“ სანეს შეძენას 2019 წელსაც ცდილობდა, თუმცა „სიტიმ“ თავდაპირველად დიდი თანხა მოითხოვა, შემდეგ კი ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მთელი სეზონი გამოტოვა. გუარდიოლამ ყველას ნათლად დაანახა, რომ სანე მის გეგმებში აღარ შედის, რაც ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები