Aa
Aa

კობის ბოლო წერილი: „ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ტუ პაპისგან“

სამშაბათს, 5 მაისს, ვანესა ბრაიანტი 38 წლის გახდა. დაბადების დღემდე რამდენიმე საათით ადრე მან წერილი იპოვა, რომელიც მას კობი ბრაიანტმა დაუტოვა. ვანესამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და მომხდარის შესახებ საზოგადოებას აუწყა, თუმცა წერილის შინაარსი საიდუმლოდ დატოვა.

„გუშინ კონვერტი ვიპოვე წარწერით: „ჩემი ცხოვრების სიყვარულს, ტუ პაპისგან“. ჩემი დაბადების დღის დადგომას დაველოდე, რათა კონვერტი გამეხსნა. ირონია ისაა, რომ წერილის გარეკანზე კობიმ ერთ-ერთ მხატვარს ჩემთან ერთად, ანგელოზი დაახატვინა. ძალიან მენატრებით ჩემი ცხოვრების სიყვარულო და ჩემო პატარა და საყვარელო მამბასიტა. ნეტავ ყველანი ერთად ვიყოთ“.

1-ელ მაისს ვანესას შვილის, ჯიანა ბრაიანტის დაბადების დღე იყო. გოგონა, რომელიც ავიაკატასტროფაში კობისთან ერთად, დაიღუპა, 14 წლის უნდა გამხდარიყო. როგორც იცით, „შავი მამბა“ და „მამბასიტა“ 26 იანვარს, კალიფორნიაში, კერძოდ კი, კალაბასში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები