Reuters: ბუნდესლიგა 15 მაისს  განახლდება!
Aa
Aa

Reuters: ბუნდესლიგა 15 მაისს განახლდება!

Reuters-ის ინფორმაციით ბუნდესლიგა 15 მაისს განახლდება. მიმდინარე კვირის ოთხშაბათს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი სპორტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს, დიდი ალბათობით ბუნდესლიგას სეზონის განახლების უფლება მიეცემა, თუმცა თითოეულ შეხვედრაზე მკაცრად უნდა გაითვალისწინონ ექიმთა რეკომენდაციები. ცხადია, საფეხბურთო მატჩებს ქომაგები ვერ დაესწრებიან. ბუნდესლიგის გათამაშება მარტში შეწყდა, სეზონის განახლებამდე 9 ტურია დარჩენილი.

გასულ თვეში გერმანულმა კლუბებმა სავარჯიშო პროცესი აღადგინეს. თავდაპირველად, სეზონის განახლება 9 მაისს იგეგმებოდა, თუმცა მთავრობისგან უფლება ვერ მიიღეს. გარდა იმისა, რომ ფეხბურთელები რეგულარულად ვარჯიშობენ, პერიოდულად კორონავირუსის ტესტიც უტარდებათ. ამჯერად ბუნდესლიგის განახლების სავარაუდო თარიღად 15 მაისი ითვლება.

გასულ კვირაში საფეხბურთო ''კიოლნის'' თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიმდინარე კვირაში გუნდის ყველა ფეხბურთელსა და სამწვრთნელო შტაბს ტეტსი ჩაუტარდა. ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. ეს ფაქტი ბუნდესლიგის განახლების შანსს ზრდის.

ბუნდესლიგაში 25 ტურის შემდეგ მიუნხენის ''ბაიერნი'' 55 ქულით პირველ ადგილზეა, მეორე ადგილს ''დორტმუნდი'' 51 ქულით იკავებს. პირველ ხუთეულში სიმჭიდროვეა, ''ლაიფციგი'' 50 ქულით მესამეა და მას მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება ''გლადბახი.'' მეხუთე პოზიციას ''ფარმაცევტები'' 47 ქულით იკავებენ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები