Aa
Aa

14-დღიანი კარანტინი იტალიაში - რონალდუ ტურინში ჩავიდა

კრიშტიანუ რონალდუს პირადი თვითმფრინავი გუშინ ტურინის აეროპორტში დაეშვა, რათა პორტუგალიელი ვარსკვლავი თავისი გუნდის სავარჯიშო პროცესისთვის მოემზადოს.

„იუვეს“ ფეხბურთელები ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს დღეიდან განაახლებენ, მაგრამ რონალდუ მათთან ერთად არ იქნება, რადგან 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს და გუნდსაც ამის შემდეგ დაუბრუნდება.

კრიშტიანუმ პანდემიის დიდი ნაწილი მშობლიურ კუნძულ მადეირაზე გაატარა, სადაც მარტის დასაწყისიდან მოყოლებული იმყოფებოდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს იტალიაში ვითარება არც ისე კარგად მიდის და თუკი ორი კვირის წინ სერია A-ს განახლებაზე იმედიანად საუბრობდნენ, ახლა სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორა პესიმისტურ განცხადებებს აკეთებს. აპენინური გამოცემები წერენ, რომ შესაძლოა, მთავრობამ სპორტული აქტივობები კიდევ რამდენიმე თვით აკრძალოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები