Aa
Aa

დიბალა: „ვერასდროს წარმოვიდგენდი ფეხბურთი ასე ძალიან თუ მომენატრებოდა"

„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავს, პაულო დიბალას, რომელიც კორონავირუსის გამო კარანტინში იმყოფება, საყვარელი სპორტი მოენატრა. არგენტინელმა შემტევმა საკუთარი ემოციები საზოგადოებას ინსტაგრამზე მიცემული ინტერვიუსას გაანდო.

„სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ფეხბურთის თამაში და ვარჯიშები ასე ძალიან მომენატრებოდა. ვგრძნობ, რომ თანაგუნდელებისა და მეგობრების ნახვა და მინიმუმ ბურთთან შეხება მჭირდება, რადგან სახლის პირობებში ინდივიდუალურად ვარჯიში იგივე ნამდვილად არაა.

ჩემთვის აუცილებელია, რომ ბუცები ჩავიცვა, გავირბინო და გოლი გავიტანო. დიდი ხანია არ მივარჯიშია და წარმოდგენა არ მაქვს როდის დავბრუნდებით. ვიცი, რომ ჩემი მოვალეობა მშვიდად ყოფნა და ფორმის შენარჩუნებაა, მაგრამ ფეხბურთის გარეშე ცხოვრება რთულია“.

როგორც მოგეხსენებათ, იტალიაში ფეხბურთელებს ინდივიდუალური ვარჯიშების განახლების უფლება მისცეს, გუნდური ვარჯიშები კი, 18 მაისამდეა აკრძალული. სერია A-ს პირველი კლუბი, რომლის ფეხბურთელებიც მოედანზე დაბრუნდნენ „სასუოლო“ გახლავთ. აპენინური გამოცემების ცნობით, „ნეროვერდის“ დღეს „ბოლონია“ და „ატალანტა“ შეუერთდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები