League of Legends | Red Bull Solo Q-ზე მოსახვედრად საქართველოში შესარჩევი ეტაპი დაიწყო
Aa
Aa

League of Legends | Red Bull Solo Q-ზე მოსახვედრად საქართველოში შესარჩევი ეტაპი დაიწყო

Red Bull Solo Q-ზე, League of Legends-ის 1vs1 ოფიციალური ჩემპიონატის, საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია დაიწყო.

შესარჩევი თამაშები საქართველოში 9, 10 და 16 მაისს, „ონლაინ“, EUNE-ს რეგიონის სერვერზე გაიმართება. 17 მაისს კი, „ონლაინ" გაიმართება საქართველოს შესარჩევი თამაშების ფინალიც.

მონაწილეობა შეუძლიათ Leaugue of Legends-ის მოთამაშეებს, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 16 წელი და არიან საქართველოს მოქალაქეები.

საქართველოს შესარჩევის გამარჯვებული მოთამაშე Red Bull Solo Q-ს ევროპის ფინალზე მიიღებს მონაწილეობას. Red Bull Solo Q- ს გლობალური გამარჯვებული კი, League of Legends-ის ყოველწლიურ, All Star 2020 წლის შეკრების ნაწილი გახდება.

წელს Red Bull Solo Q-ს შესარჩევში 35 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოს შესარჩევზე რეგისტრაცია 7 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.

Red Bull Solo Q  2019 წლის ოქტომბერში Red Bull Player One-ს სახელით ჩატარდა საქართველოში. შესარჩევ თამაშებში მონაწილეობა 300-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო, მათგან მხოლოდ 16 საუკეთესომ ითამაშა „ოფლაინ“ შესარჩევი.

2019 წლის საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ილია იაკობაშვილი გახდა, რომელმაც ქვეყნის სახელით ბრაზილიაში გამართულ ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. 2019 წლის ჩემპიონატში 29 ქვეყნის 25000 მოთამაშე მონაწილეობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები