ფიგუ:
Aa
Aa

ფიგუ: "ის ძალიან ცუდი პიროვნებაა, მანჩინიმ ინტერში დამამცირა"

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ლუიშ ფიგუმ თავისი კარიერის ყველაზე ცუდად გასახსენებელ მონაკვეთზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ინტერში“ ყოფნის დროს ის რობერტო მანჩინიმ დაამცირა.

„თავდაპირველად „ინტერში“ კარგი გამოცდილება მივიღე, შემდეგ მანჩინისთან ცუდი. ადამიანურ დონეზე მანჩინი ძალიან ცუდი პიროვნება იყო. ის გახლდათ ერთ-ერთ იმ ადამიანთაგანი, რომელმაც ჩემი კარიერის მანძილზე ძალიან დამამცირა.

ამის შემდეგ ვიტანჯებოდი. 20 წლის ბიჭი აღარ ვიყავი, 34-35 წლის ფეხბურთელი ვიყავი. ისეთ სიტუაციებში ცხოვრება მომიხდა, რომელთა გადატანაც არ უნდა მომწეოდა.

საქმე არ ეხებოდა ბევრს ვითამაშებდი, თუ ცოტას. როცა 34 წლის ხარ, უკვე იცი, რომ ასეთი რაღაცები მოხდება. ის 85-ე წუთზე გასახურებლად მეძახდა, რომ შემდეგ 3 წუთი მეთამაშა. უყურებდა გამომიყვანდა, თუ არა ეს ყველაფერი წყობილებიდან.

ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ურთიერთობაში პატივისცემა არ იყო“.

შეგახსენებთ, რომ ფიგუ „ინტერის“ რიგებში 2005-2009 წლებში ასპარეზობდა. პორტუგალიელის კარიერაში მილანური კლუბი ბოლო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები