ჰამშიკი: ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით
Aa
Aa

ჰამშიკი: ასეთი ანგარიშით მოგებას არ ველოდით

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ევროპის ლიგის“ მეოთხედფინალში „ნაპოლიმ“ „ვოლფსბურგი“ ანგარიშით 4-1 გაანადგურა. ამ მატჩის შესახებ კი ჟურნალისტებს ემოციები ნეაპოლური გუნდის კაპიტანმა, მარეკ ჰამშკმა გაუზიარა და განაცხადა, რომ შეხვედრამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

 

„სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ანგარიშით მოგებას ნამდვილად არ ველოდით. ჩვენ შესანიშნვი თამაში ვაჩვენეთ და საკუთარ გულშემატკივრებს უდიდესი საჩუქარი გავუკეთეთ. სამწუხაროა, რომ შეხვედრის მიწურულს ბურთი საკუთარ კარშიც მივიღეთ, თუმცა მთავარია, რომ სანაცვლოდ მეტოქეს 4 გავუტანეთ. რათქმაუნდა ამით ყველაფერი დასრულებული არ არის, თუმცა ჩვენ ნახევარფინალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით“ - განაცხადა მარეკ ჰამშიკმა „Mediaset“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები