Aa
Aa

"Covid-19 არ არსებობს" - ლოვრენი "ინსტაგრამზე" აქტიურობს

„ლივერპულისა“ და ხორვატიის ნაკრების მცველი, დეიან ლოვრენი მსოფლიოს პირველი ჩოგანის, ნოვაკ ჯოკოვიჩის მსგავსად, ვაქცინაციის გამოყენებას არ აპირებს.

ფეხბურთელმა ხორვატ პოლიტიკოს ივან პერნარს "ინსტაგრამზე" ბილ გეითსის ფოტო მოუწონა წარწერით: ტანი შენი - არჩევანი ჩემი“. პოსტზე კი პოლიტიკოს კომენატრი ქონდა გაკეთებული. ყოველთვის უნდა იყოს არჩევანის უფლება. იმისაც, რომ არ გაიკეთო ვაქცინა.“

ბილ გეითსმა, რომელიც მსოფლიოს დიდი ნაწილი კორონავირუსის შეთქმულების მთავარ მფარველად მოიხსენიებენ, "ინსტაგრამზე" ექიმებს მადლობა გადაუხადა: „დიდი მადლობა,ყველა ექიმს,რომლებიც გმირულად მკურნალობენ აშშ-სა და მსოფლიოს მოქალაქეებს.“ ლოვრენმა უყურადღებოდ და უკომენტაროდ არც ეს ფოტო დატოვა: თამაში დასრულებულია ბილ, ხალხი ბრმა არაა.“

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ბილ გეიტსმა მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ვაქცინებზე მუშაობისათვის უკვე 250 მილიონი დოლარი გამოყო. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, გამოჩნდა ფაქტორები, რომლებმაც საფუძველი მოუმზადა კონსპირაციულ თეორიათა ახალ ნაკადს, რომელთა მიხედვითაც, კორონავირუსის წარმომავლობის საწყისებთან ბილ გეითსი დგას. შეთქმულების ეს თეორიები ინტერნეტში უსწრაფესად გავრცელდა.

დავუბრუნდეთ ლოვრენს, რომელიც "ინსტაგრამზე" აქტიურობას აგრძელებს და მისი პოსტებისა თუ სთორების დიდი ნაწილი ეხება თემას, რომლის მიხედვით, კორონავირუსი არ არსებობს.

მაგალითად, მან სთორებში დევიდ იკეს ინტერვიუ დადო, რომელსაც ეწერა: კიდევ ვინ უყურებს“. ასევე მან დადო ბრაინ როუზის ვიდეო, რომელშიც ის ასევე უარყოფს ვირუსის აქტივობას. ორივე ადამიანი საქართველოში ნაკლებად ცნობილია, მაგრამ ინგლისში ისინი Covid-19-ის არარსებობის თეორიის მთავარ სახეებად გვევლინებიან და ამის გამო მათ ვიდეოებს "იუთუბი" ხშირად ბლოკავს.

ხორვატი ფეხბურთელი ასევე აქვყნებს აშშ-ში მომუშავე მალაიზიელი ექიმის კომენტარს, რომელიც ასევე უარყოფს კორონავირუსს. ფეხბურთელი საზოგადოებას მოუწოდებს, მოუსმინონ მედიკოსებს და მას „ბრავოს“ უწერს.

ლოვრენი ამ საკითხზე "ინსტაგრამის" გარდა არსად საუბრობს, მის ამ უარყოფის თეორიაზე განცხადება არც "ლივერპულს" გაუკეთებია. ლოვრენი არა, მაგრამ ამ თემაზე რამდენჯერმე მკაფიო და ხმამაღალი კომენტარი იმავე ნოვაკ ჯოკოვიჩმა გააკეთა, რომელმაც სერბი ექიმები გააკრიტიკა, თუმცა მოგვიანებით სიტყვების უკან წაღება მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები