Aa
Aa

"ახლა ჩაეთრიეთ ქვემოთ..." - ევრა განრისხებულ ფერგიუსონსა და ისტორიას იხსენებს

პატრის ევრამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურ გვერდთან პოდკასტისას კლუბში გატარებული დრო გაიხსენა და სერ ალექს ფერგიუსონის შესახებ რამდენიმე უცნობი ისტორია მოყვა.

„გულახდილად გეტყვით, როცა თქვენ ტიტულს იგებთ მესამედ, მეოთხედ და მეხუთედ, ისევე აღარ აღნიშავთ, როგორც ადრე. კამერების წინ ზეიმობთ, თუმცა ეს ის მაინც არ არის.

ფერგიუსონმა ჩვენ ყველას გვასწავლა, თუ როგორ დავმსგავსებოდით რობოტებს. როდესაც მატჩებს ვიგებდით, როცა რამე კარგს ვაკეთებდი, თავს კმაყოფილად არ ვგრძნობდი. ეს ჩემთვის რაღაც ნორმალური იყო.

ყოველთვის ვამბობ, რომ დეშამმა გამარჯვება მასწავლა, ეს მნიშვნელოვანია. ფერგიუსონმა კი მასწავლა, რომ გამარჯვება ნორმალურია.

მახსოვს, როცა დიდ გამარჯვებას მოვიპოვებდით „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ის მეუბნებოდა - „ყოჩაღ შვილო“. ის არასდროს ყვიროდა, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი მოვიგეთ. ჩემპიონატის მოგება, ეს უბრალოდ რაღაც ნორმალური იყო.

როდესაც „იუნაიტედის“ მაისური გაცვიათ, თქვენ არ იყენებთ ამ გუნდს, ეს თქვენ თამაშობთ „მანჩესტერისთვის“. სწორედ ამიტომ ხართ სოციალურ ქსელებში პოპულარული.

მოდით ერთ ისტორიას მოგიყვებით: წინასასეზონო სამზადისი გვქონდა. მატჩის შემდეგ ძალიან დაღლილები ვიყავით. ავტობუსში ვიმყოფებოდით. იქვე ქომაგთა რიგი იდგა. ფეხბურთელებს ერთი წესი გვქონდა - თუ გულშემატკივრებს ავტოგრაფს არ ვაძლევდით, ეს ნიშავდა, რომ ხელი არავის უნდა მოეწერა.

ფანჯრიდან ავტობუსის გასწვრივ ვიყურები და რას ვხედავ - ალექს ფერგიუსონი დგას და ყველა მათგანს ავტოგრაფს აძლევს. გეფიცებით, ის მთელი 45 წუთი იდგა და ავტოგრაფებს არიგებდა.

როცა ფერგიუსონი ავტობუსში ამოვიდა  გვითხრა - „რა ჯანდაბაზე ფიქრობთ?! ეს ხალხი გიხდით ხელფასს. ეს ადამიანები მოდიან, რომ თქვენი თამაში ნახონ. ახლა ჩაეთრიეთ ქვემოთ და თითოეულ გულშემატკივარს ავტოგრაფი მიეცით. ეს იყო ფერგის მენტალიტეტი“.

ევრა „იუნაიტედის“ რიგებში 2006-2014 წლებში თამაშობდა. კარიერის ამ მონაკვეთში ფრანგი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ითვლებოდა. მან კლუბთან ერთად ყველაფრის მოგება შეძლო, რისი მოგებაც შეიძლებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები