Aa
Aa

NBA-მ გადაწყვეტილება შეცვალა - ერთი ლოკაცია გამოირიცხა?

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელები მუშაობენ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, სეზონის დასრულება იქნება შესაძლებელი. ცოტა ხნის წინ, ამერიკულ პრესაში დაიწერა, რომ დარჩენილი შეხვედრები ერთ ლოკაციაზე, ლას ვეგასში, ან უოლტ დისნეის დასვენების მსოფლიო ცენტრში გაიმართებოდა, თუმცა ESPN იტყობინება, რომ ამ იდეას მხარდამჭერები არ ჰყავს.

მატჩების ერთ ლოკაციაზე ჩატარება ნიშნავს, რომ კალათბურთელებს თვეების განმავლობაში იზოლაცია და ოჯახის წევრებისგან შორს ყოფნა მოუწევთ. ESPN-ის ცნობით, კი, NBA-ში ასეთი რადიკალური ზომების მიღებით არ ინტერესდებიან.

ამერიკული სატელევიზიო არხის მიხედვით, თუ საქმე სეზონის ერთ ლოკაციაზე ჩამთავრებაზე მიდგა, ლიგის ხელმძღვანელები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოთამაშეებმა ოჯახის წევრების წაყვანის უფლებაც მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გამო NBA-ის სეზონი 11 მარტს შეწყდა. აშშ-ში პანდემია მძვინვარებს და ბოლო მონაცემებით, Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 188122-ს მიაღწია, ვირუსით კი, 68598 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები