21 წლის ასაკში სპორტული ჟურნალისტი საბა ბერიკაშვილი გარდაიცვალა
Aa
Aa

21 წლის ასაკში სპორტული ჟურნალისტი საბა ბერიკაშვილი გარდაიცვალა

ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი, საბა ბერიკაშვილი მოულოდნელად გამოაკლდა.

საბა მხოლოდ და მხოლოდ 21 წლის იყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მისმა გულმა მუშაობა ძილის დროს შეწყვიტა.

საბა ბერიკაშვილი თავისთვის საყვარელ სფეროში მუშაობდა და ბოლო პერიოდში ქართული ვებგვერდის, Marca.ge-ის თანამშრომელი იყო.

CrystalSport-ის რედაქცია მწუხარებას გამოვთქვამთ საბა ბერიკაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ.

ცხელი ამბები