ლაპორტე პეპზე და ბიელსაზე: ''მათ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იციან''
Aa
Aa

ლაპორტე პეპზე და ბიელსაზე: ''მათ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იციან''

''მანჩესტერ სიტის'' მცველის, აიმერიკ ლაპორტეს აზრით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელები პეპ გუარდიოლა და მარსელო ბიელსა არიან. 25 წლის ფეხბურთელი BBC 5 Live Sport-ს ესაუბრა.

''ვფიქრობ პეპ გუარდიოლა და მარსელო ბიელსა მსოფლიოში საუკეთესოები არიან. განსხვავებული სტილის სპეციალისტები არიან, მაგრამ მათ ფეხბურთის შესახებ ყველაფერი იციან.''

პანდემიის გამო შეწყვეტილ სეზონში მარსელო ბიელსას ''ლიდსი'' ჩემპიონშიფს 71 ქულით ლიდერობს, ხოლო გუარდიოლას ''მან. სიტიმ'' პრემიერ ლიგის მოგების რეალური შანსი დაკარგა. ამ ეტაპზე უცნობია როდის განახლდება ინგლისის ჩემპიონატები.

საფრანგეთში დაბადებულმა ლაპორტემ ყოფილი თანაკლუბელის, ვინსენტ კომპანის შესახებ დადებით კონტექსტში ისაუბრა:''ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნებაა.

ვინსენტი შესანიშნავი ადამიანია. როცა გასახდელში შემოდიოდა, ყველას ეხმარებოდა, ყველას მიმართ ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი იყო. მოედანზე მაქსიმალურად იხარჯებოდა, ყველასთვის სამაგალითო მოთამაშე და სამაგალითო პიროვნება იყო.''

კომპანი და ლაპორტე ''მანჩესტერ სიტიში'' 2018-19 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები