ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელი "მანჩესტერში"? მოურინიო ფეხბურთელს შეხვდა!

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ლივერპულის" ფორვარდ მარიო ბალოტელისთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას "Calciomercato.com" ავრცელებს.

"მანკუნიანელები" ბალოტელის შეძენით არ ინტერესდებიან. პორტუგალიელმა სპეციალისტმა მის ყოფილ შეგირდს უბრალოდ რჩევები მისცა. მოურინიომ ბალოტელის საკუთარ ქმედებებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ფულზე ფიქრს შეეშვას და რეგულარული სათამაშო დროის მიღების მიზნით, რომელიმე საშუალო დონის გუნდში გადავიდეს.

ვნახოთ რამდენად გაითვალისწინებს, აწ უკვე ყოფილი "სუპერ მარიო" მოურინიოს რჩევებს. როგორც ცნობილია მისით ისეთი კლუბები ინტერესდებიან როგორებიც "სამპდორია", "ბეშიქთაში", "აიაქსი" და "კიევო" არიან. ჯერ-ჯერობით ბალოტელისთან საერთო ენის გამონახვა ვერცერთმა ზემოთ ჩამოთვლილმა კლუბმა ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები