დიდი ტრაგედია - ზესტაფონში ახალაგზრდა მორაგბე გარდაიცვალა
Aa
Aa

დიდი ტრაგედია - ზესტაფონში ახალაგზრდა მორაგბე გარდაიცვალა

ახალგარზდა ზესტაფონელი მორაგბე, ბესო სარალიძე გარდაიცვალა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძის გარდაცვალება თრომბმა გამოიწვია.

სპეციალური განცხადება საქართველოს რაგბის კავშირმა გაავრცელა: "საქართველოს რაგბის კავშირი და სარაგბო თემი მწუხარებას გამოვთქვამთ ზესტაფონის "არწივების" ახალგაზრდა მორაგბის, ბესიკ სარალიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო და ვიზიარებთ ბესოს ოჯახის ტკივილს", - წერია განცხადებაში.

CrystalSport-ის რედაქცია უერთდება სამძიმარს და სარალიძის ოჯახსა და მის ახლობლებს თანადგომას უცხადებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები