თოკოს გმირობა - ბასკონიამ შენგელიას გამარჯვების მომტანი დაფარება გაიხსენა
Aa
Aa

თოკოს გმირობა - ბასკონიამ შენგელიას გამარჯვების მომტანი დაფარება გაიხსენა

კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტულმა სამყარომ იძულებითი პაუზა აიღო და კლუბებს ისღა დარჩენიათ შეწყვეტილი სეზონის საუკეთესო მომენტები გაიხსენონ. დღეს, თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ ზუსტად ასე მოიქცა.

ვიტორიულმა გუნდმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე „ალბასთან“ გამართული მატჩის ბოლო წამებზე „თოკომოტივის“ გმირობის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა. საფინალო სირენამდე 3.2 წამით ადრე, „ბასკონია“ 1 ქულით იგებდა და „ალბას“ წინ გასვლა შეეძლო, თუმცა ქართველმა კალათბურთელმა სიკმას მიერ ახლო მანძილიდან განხორციელებული ტყორცნა დაბლოკა და „ბასკონიას“ გამარჯვება მოუტანა.

თოკო იმ შეხვედრაში ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ. ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 34 წუთზე მეტი გაატარა და 24 ქულა, 7 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები