23 წელი უემბლიზე გამართული მატჩიდან: შერინგემის და შირერის გოლები ქართველთა კარში
Aa
Aa

23 წელი უემბლიზე გამართული მატჩიდან: შერინგემის და შირერის გოლები ქართველთა კარში

1997 წლის 30 აპრილს გლენ ჰოდლისა და დავით ყიფიანის სამწვრთნელო დუელი ''უემბლიზე'' შედგა. ინგლისის ნაკრებმა საქართველოს 2:0 სძლია. ამ მატჩიდან ზუსტად 23 წელი გავიდა.

1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ირაკლი ზოიძე, გელა შეყილაძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, მამუკა მაჭავარიანი (გოჩა გოგრიჭიანი 32, არჩილ არველაძე 75), გოჩა ჯამარაული, გიორგი ნემსაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე (გოგა გახოკიძე 62), შოთა არველაძე

''უემბლიზე'' პირველი გოლი ტედი შერინგემმა 42-ე წუთზე გაიტანა. 90-ე წუთზე ალან შირერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჰოდლის გუნდმა საქართველოსთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: დევიდ სიმენი, გარი ნევილი, სოლ კემპბელი, პოლ ინსი (ჯეიმი რედნაპი 88), ტონი ადამსი (გარეტ საუთგეიტი 87), გრემ ლე სო, დევიდ ბექემი, რობერტ ლი, ალან შირერი (კაპ), ტედი შერინგემი, დევიდ ბეტი

გოჩა გოგრიჭიანი თამაშში 32-ე წუთზე ჩაერთო, როცა დევიდ ბექემთან შეჯახებისას ტრავმირებული მამუკა მაჭავარიანი შეცვალა. 75-ე წუთზე ყიფიანმა გოგრიჭიანი შეცვალა, როცა მან რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა. ამ გადაწყვეტილების გამო გოგრიჭიანსა და ყიფიანს შორის კონფლიქტი მოხდა.

საინტერესოა, რომ ქართველი ფეხბურთელები ინგლისში კარგი განწყობით ჩავიდნენ, რადგან ერთი თვით ადრე საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 7:0 გაანადგურა. ''უემბლიზე'' განცდილი მარცხის შემდეგ 1997 წლის 7 ივნისს, მუნდიალის შესარჩევ ციკლში შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით ყიფიანის გუნდმა მოლდოვა ბათუმში დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები