დიეგო კოშტას გასაჭირი
Aa
Aa

დიეგო კოშტას გასაჭირი

ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელი დიეგო კოშტა, "პრემიერლიგის" პირველი ტურის შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე ვესტ ჰემი დაამარცხა (2-1).

როგორც მოგეხსენებათ, მატჩის მე-19 წუთზე ფეხბურთელმა მთავარ არბიტრთან კამათის გამო გაფრთხილება მიიღო. კოშტას აზრით მსაჯები მის მიმართ განსაკუთრებულად მკაცრად მოქმედებენ.

"ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. მთავარ არბიტრთან უბრალოდ დალაპარაკება მინდოდა, მან კი მომენტალურად გამაფრთხილა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჩემთან მიმართებაში მსაჯები ყოველთვის ზედმეტად მკაცრები არიან. ძნელია ემოციის დამალვა, როცა ხედავ, რომ სხვა ფეხბურთელების მიმართ ისინი სხვანაირად მოქმედებენ. ყოველშემთხვევაში ვცდილობ, რომ ეს ჩემს თამაშზე არ აისახოს" - განაცხადა დიეგო კოშტამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები