Aa
Aa

"ბაიერნი" კომანის გამოსყიდვას აპირებს

როგორც მოგეხსენებათ, გასული სეზონი საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა, კინგსლი კომანმა იჯარის წესით მიუნხენის "ბაიერნში" გაატარა.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარი თამაშით გერმანიის ჩემპიონთა გულშემატკივრები მალევე მოხიბლა. "ბაიერნის" მმართველის კარლ-ჰაინც რუმენიგეს თქმით კი, უახლოეს დღეებში "რეკორდმაისტერი" კომანს გამოისყიდის და მის სანაცვლოდ ტურინის "იუვენტუსს" 21 მილიონ ევროს გადაუხდის.

"აღნიშნული ტრანსფერი გარდაუვალია. ჩვენ კინგსლის თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ და მას აუცილებლად გამოვისყიდით" - განაცხადა რუმენიგემ "L'equipe"-სთან საუბარში.

გასულ სეზონში ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა "ბუნდესლიგაში" 23 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 4 გოლისა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

იმის მიუხედავად, რომ კომანის არენდა 2017 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი, მიუნხენელებს მისი გამოსყიდვა ახლავე სურთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები