Aa
Aa

"ჩელსი" ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ კოლოსალურ თანხას იხდის!

მადრიდის "რეალისა" და კოლუმბიის ნაკრების შემტევმა, ხამეს როდრიგესმა კარიერა შესაძლოა ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელოს. ამის შესახებ ინფორმაციას "Sport.es" ავრცელებს.

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "არისტოკრატებს სულ 150 მილიონი ევრო აქვთ გამოყოფილი. ხამესის სანაცვლოდ კი მზად არიან, რომ "სამეფო გუნდს" 90 მილიონი შესთავაზონ! მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის შემტევისთვის ბრძოლაში "არსენალიც" აქტიურად არის ჩართული, "ჩელსის" მიერ ასეთი თანხის შეთავაზების შემდეგ, დიდი ალბათობით "მეთოფეები" ბრძოლას გამოეთიშებიან.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში, ხამეს როდრიგესმა მადრიდის "რეალის" მაისურით 26 მატჩი ჩაატარა და 7 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები