NBA-ს ყოფილი მოთამაშის დედა და ძმა COVID-19-ით გარდაიცვალნენ
Aa
Aa

NBA-ს ყოფილი მოთამაშის დედა და ძმა COVID-19-ით გარდაიცვალნენ

NBA-ს ყოფილი მოთამაშის, სებასტიან ტელფეირის ცხოვრებაში მძიმე დრო დადგა. მისი დედა და ძმა კორონავირუსით დაინფიცირდნენ. სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი უფროსი ძმა დენ ტერნერი კორონავირუსით 28 მარტს გარდაიცვალა, ხოლო სპორტსმენის დედის, ერიკა ტელფეის გარდაცვალების თარიღი 27 აპრილია.

ინფორმაცია ''ნიუ იორკ პოსტს'' დუეინ მორტონმა დაუდასტურა, რომელიც წარსულში ტელფეირის მწვრთნელი იყო.

სებასტიან ტელფეირი პირველი ამერიკელი კალათბურთელია, რომელიც NBA-ში პირდაპირ სკოლიდან მოხვდა და არა კოლეჯიდან. 2004 წელს დრაფტზე ''პორტლენდმა'' მე-13 ნომრად აირჩია. მას ასევე უთამაშია ''ბოსტონში,'' ''მინესოტაში,'' ''ლოს ანჯელეს კლიპერსში,'' ''კლივლენდში,'' ''ფინიქს სანსში,'' ''ტორონტოსა'' და ''ოკლაჰომაში.''

სებასტიან ტელფეირმა კარიერის უკანასკნელი წლები ჩინეთში გაატარა და კარიერა აზიურ ლიგაში დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები