Sport:
Aa
Aa

Sport: "რეალმა" "ჩელსის" სუპერვარსკვლავს შეთავაზება ოფიციალურად გაუკეთა

ესპანური გამოცემის, Sport-ის თქმით, მადრიდის "რეალმა", ლონდონის "ჩელსის" ესპანელ ნახევარმცველს, ცესკ ფაბრეგასს, კონტრაქტი შესთავაზა. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, ფაბრეგასის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ მას თვალი "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგებაზე უჭირავს, "სამეფო კლუბის" ვარიანტი, წესით დასაწუნი არ უნდა იყოს. 

როგორც წყარო ამბობს, "რეალის" წარმომადგენელი, ფეხბურთელს, დახურულ კარს მიღმა შეხვდა და ტრანსფერზე პირადად ესაუბრა. სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, ცნობილი უახლოეს ხანში გახდება. 

 

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები