Aa
Aa

"იქნებ ცოტა კიდევ მეთამაშა...", - რობენმა შესაძლოა კარიერა განაახლოს

„ბაიერნის“ ჰოლანდიელი ლეგენდა არიენ რობენი კარიერის განახლებას არ გამორიცხავს.

36 წლის რობენმა კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა, თუმცა მას ფეხბურთი უკვე ენატრება. ჰოლანდიელმა „ბაიერნის“ ოფიციალურ გვერდთან საუბრისას მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

„თავიდან ფეხბურთი არ მენატრებოდა, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ გავიფიქრე - იქნებ ცოტა კიდევ მეთამაშა...

დროდადრო ეს გრძნობა ისევ მაქვს. ამ ვირუსის გამოისობით უცნაური დრო დგას, თუმცა როდესაც ფეხბურთი დაბრუნდება, მაშინ ვნახოთ. თუმცა, იქნებ ეს გრძნობა ცოტათი ყოველთვის არსებობს. მე უბრალოდ სპორტსმენი ვარ“.

რობენის ეს განცხადება ნამდვილი სიურპრიზი გამოდგა. პანდემიის დასრულების შემდეგ ყველაფერი უფრო ნათლად გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა „ბაიერნში“ 10 სეზონი ითამაშა. მის ანგარიშზე 309 მატჩში 144 გოლი და 101 საგოლე გადაცემაა. რობენის კარიერას ტრავმებმა დაღი დაასვეს. რთული წარმოსადგენია, თუ რამდენად შეძლებს ის 36 წლის ასაკში კარიერის განახლებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები