Aa
Aa

ვავრინკა: "ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია"

დიდი სლემის ტურნირების სამგზის ჩემპიონმა, სტენ ვავრინკამ პრესასთან „დიდ სამეულზე“ ილაპარაკა. საუბრის საწყისი ნაწილი ფედერერსა და მის საჩოგბურთო სტილს შეეხო, ბოლოს კი სტენმა ნადალსა და ჯოკოვიჩზეც გააკეთა კომენტარი.

„როჯერ ფედერერი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელია. მან ყველაფერი მოიგო და ყველა დაამარცხა. იგი ჩემზე და სხვა ნებისმიერ მოთამაშეზე უკეთესია. მისი თამაში კი განსხვავებული სტილისაა. მთელი შეხვედრის განმავლობაში წნეხში გაქცევს, ძალიან აგრესიულია და თამაშის ტემპს შესანიშნავად ცვლის.

რაფას წინააღმდეგ თამაშისას ბურთის დაბრუნების პრობლემა მაქვს, რადგან იგი მარცხენა ხელით აწვდის და ამას საკმაოდ ეფექტურად აკეთებს. ნოვაკი ერთ-ერთი ის მეტოქეა, რომელთაც თამაშიც ძალიან მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ მასთან ბევრჯერ წამიგია. ორივე მათგანი დამიმარცხებია, თუმცა ისინი ჯერჯერობით ჩემზე უკეთესი ჩოგბურთელები არიან“.

35 წლის ვავრინკას „კარიერული სლემის“ შესასრულებლად მხოლოდ უიმბლდონის მოგება აკლია. იგი ურთიერთშეხვედრებში ფედერერთან - 3:23-ს, ნადალთან 3:19-ს, ხოლო ჯოკოვიჩთან 6:19-ს აგებს.

ვეტერანი შვეიცარიელი მსოფლიოს ყოფილი მე-3 ჩოგანია, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში კი ATP-ის 16 ტიტული აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები