Aa Aa
26 აპრილი 2020  |  14:59

კობიაშვილი ვაისზე: ''მჯერა ახალ კონტრაქტს მალე გავაფორმებთ''

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით ვლადიმირ ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან დაკავშირებით სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია.

სლოვაკი სპეციალისტი 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, თუმცა მას ფედერაციასთან დადებული კონტრაქტი მიმდინარე წლის მარტში ამოეწურა.

სფფ-ის პრეზიდენტი ტელეკომპანია ''იმედს'' ესაუბრა.

''ვლადიმირ ვაისს ფედერაციასთან კონტრაქტი მარტის ბოლომდე ჰქონდა. ოფიციალურად ამჟამად ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი არაა.

ჩვენ გვაქვს ვლადიმირ ვაისთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი. ანალოგიურ აზრზეა ვლადიმირ ვაისი. ასპროცენტიანი გარანტიით ვერ ვიტყვი, რომ ვაისი კვლავ საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, რადგან მასთან დადებულ კონტრაქტს ვადა გაუვიდა.

ამ ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ და შეგვიძლია უახლოეს მომავალში შეთანხმება ოფიციალურად დავატასტუროთ.

გარანტირებულად რაც ვიცით, სექტემბერამდე სანაკრებო მატჩი არ იქნება. საკითხს ფინანსური კუთხითაც უნდა შევხედოთ, რადგან პანდემიის გამო ჩვენც დავზარალდით. აქედან გამომდინარე ხელშეკრულების გაფორმება ადვილი არ იქნება, თუმცა მჯერა, რომ ახლო მომავალში ვლადიმირ ვაისთან ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ.''

ფოტო: gff.ge

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!