როი კინის მხარდაჭერა არსენალს:
Aa
Aa

როი კინის მხარდაჭერა არსენალს: "ჩემი აზრით, ეს იდეა სისულელეა"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ირლანდიელმა ლეგენდამ როი კინმა Sky Sports-თან საუბრისას „არსენალის“ ფეხბურთელებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, არავინაა ვალდებული პანდემიის გამო ხელფასი შეიმციროს. ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა იძულებითი.

"არ ვიცი ამ სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ მოთამაშეების მიმართ თანაგრძნობას გამოვხატავ, რადგან ისინი კვლავ კრიტიკის ქვეშ ექცევიან.

მდიდარი მფლობელების მსხვილ კლუბებში არიან მოთამაშეები, რომლებსაც იძულებული არიან შეუმცირონ ხელფასები. თუმცა, მე რომ მათ ადგილას ვიყო ანაზღაურებას არცერთ მოთამაშეს არ შევუმცირებდი.

თქვენ იღებთ ანაზღაურებას და თუ გინდათ იყოთ გულუხვი, მაშინ წახვალთ და ამას გააკეთებთ.

არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა მსხვილი კლუბების მხრიდან ზეწოლა უნდა განიცადონ, რათა ხელფასები შეიმცირონ. მათ კლუბებთან კონტრაქტები გააფორმეს. დიახ, ყველას სხვაგვარი ხელშეკრულება აქვს, თუმცა შენი კონტრაქტი კლუბთან ეს შენი პირადი საქმეა. ის იდეა, რომ ყველა მოთამაშემ ხელფასი უნდა შეიმციროს - ჩემი აზრით, ეს სისულელეა.

მე ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტულად ადამიანზეა დამოკიდებული. თუ, მათ სურთ იარაღი დაყარონ და თქვან - „მე მთელს ჩემს ხელფასს ჩამოვიჭრი, როცა ჩვენს ზურგს უკან მილიარდერები არიან“, - ასეთ შემთხვევაში დაე გააკეთონ ასე.

მე ვსაუბრობ აქ მყოფ შეძლებულ კლუბებზე, ნამდვილად მდიდარ კლუბებზე“.

როგორც მოგეხსენებათ, „არსენალის“ ძირითადი გუნდის ფეხბურთელებმა, მიკელ არტეტამ და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა ხელფასის 12.5 პროცენტით შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ერთსულოვანი არ ყოფილა. ბრიტანული გამოცემა იტყობინება, რომ მესუთ იოზილი და ძირითადი გუნდის კიდევ ორი ფეხბურთელი მიიჩნევენ, რომ ასეთი ზომების მიღება საჭირო არაა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფლეიმეიქერი „არსენალის“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და კვირაში 350 000 ფუნტ სტერლინგს იღებს. აქვე გეტყვით, რომ შეთანხმების თანახმად, თუ „არსენალი“ მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაზე გავა, კლუბი ფეხბურთელებს ზემოთ ხსენებულ 12.5 პროცენტს სრულად აუნაზღაურებს. ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების შემთხვევაში მოთამაშეები 7.5 პროცენტს მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები