Aa
Aa

"ღმერთს ჩემთვის შენზე არაფერი უთქვამს" - ვიერის ძალიან სახალისო ისტორია ტარიბო ვესტზე

კრისტიან ვიერიმ ინსტაგრამლაივში ტარიბო ვესტის, მარჩელო ლიპისა და ღმერთის საუბარი გაიხსენა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნიგერიელს რელიგიისადმი განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა, რაც ზოგჯერ კურიოზულ ვითარებებს ქმნიდან.

''შაბათი დღე იყო, დილით გუნდის ყველა ფეხბურთელი მარჩელო ლიპის ირგვლივ იდგა, მას სასტარტო შემადგენლობა უნდა დაესახელებინა. გვარები ამოიკითხა და შემდეგ შეგვეძლო ვარჯიშის დაწყება. ვარჯიშის დასაწყებად ვემზადებოდით, როცა ტარიბო ადგა და ძალიან ხმამაღლა მწვრთნელს მიმართა: ''მისტერ! ღმერთმა მითხრა, რომ მე უნდა ვითამაშო.'' 

ტარიბოს სიტყვებმა ძალიან გაგვამხიარულა, არანორმალურად, გიჟივით ვიცინოდი და შემდეგ ლიპიმ ტარიბოს უპასუხა: ''უცნაურია, ღმერთს ჩემთვის შენს შესახებ არ უთქვამს.'' თითქმის სულ სველი ვიყავი.''

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ტარიბო ვესტი პასტორი გახდა და ქალაქ ლაგოსის ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობს.

''ოსერის'' ყოფილი ფეხბურთელი 2000 წელს ''ინტერიდან'' ''მილანში'' გადავიდა, შემდეგ კი ''მილანმა'' დერბი ქაუნთიში'' გაანათხოვრა, სადაც გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი იყო. საფეხბურთო კარიერა 2007 წელს ირანულ ''პაიკანში'' დაასრულა.

ტარიბო ვესტმა ნიგერიის ეროვნულ გუნდში 1994-2005 წლებში 42 მატჩი ჩაატარა. ამპლუით მცველს ეროვნულ ნაკრებში გოლი არ გაუტანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები