Aa
Aa

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა "წითელ ჯვარს" სასწრაფო დახმარების 4 მანქანა გადასცეს

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა იტალიელმა ფეხბურთელებმა სპეციალურად შექმნილი ფონდიდან სასწრაფო დახმარების 4 მანქანა შეიძინეს და ის იტალიის „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციას გადასცეს. ამის შესახებ ალესანდრო დელ პიერომ „ინსტაგრამზე“ დაწერა.

„ეს ულტრათანამედროვე მანქანებია, რომლებიც სპეციალური სისტემებითაა აღჭურვილი. ისინი პანდემიისას გამოყენებისთვისაც მოსახერხებელია და ჩვეულებრივ პერიოდშიც გამოადგებათ.

სიმბოლურია, რომ 4 მანქანა შევიძინეთ, ჩვენი ქვეყანაც ხომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ჩვენ ისევ დავამტკიცეთ, რომ ერთი დიდი გუნდი ვართ“.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა სპეციალური ფონდი დაახლოებით ერთი თვის წინ შექმნეს. მასში შემავალ თანხებს კი საფეხბურთო მაისურების აუქციონზე გაყიდვით აგროვებდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები