Aa
Aa

„ზრდასრული მამაკაცები ვტიროდით" - ტერი მოურინიოს წასვლას იხსენებს

„ჩელსის“ ექს-კაპიტანმა, ჯონ ტერიმ ჟოზე მოურინიოს შესახებ ისაუბრა და გაიხსენა დღე, როცა „განსაკუთრებულმა“ „სტემფორდ ბრიჯი“ დატოვა.

„იყო საუბრები, რომ მოურინიოს წასვლა მოუწევდა, რადგან სასურველ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებდით და პრობლემები გვქონდა. ერთ დღეს ჟოზე შემოვიდა, გვითხრა, რომ გაათავისუფლეს და შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ჩაეხუტა. ამ დროს ზრდასრული მამაკაცები ცრემლებს ვერ ვიკავებდით და ვტიროდით.

მოურინიოს ვკითხეთ სად აპირებდა წასვლას. შემდეგ კი, კლუბის მმართველი საბჭოს წევრებს დავუკავშირდით და ვუთხარით: „გვინდა, რომ ჟოზე დარჩეს. მისი უკან დაბრუნება არ შეიძლება? ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ის საუკეთესოა მათ შორის ვისთანაც გვიმუშავია“. სამწუხაროდ არაფერი გამოგვივიდა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზრდასრული მამაკაცები ჟოზეს წასვლის გამო, ცრემლებს ვერ ვიკავებდით“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე „ჩელსის“ 2004 წელს შეუერთდა და „არისტოკრატებთან“ ერთად, პრემიერ ლიგა და ლიგის თასი ორ-ორჯერ, ხოლო ასოციაციის თასი ერთხელ მოიგო. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „სტემფორდ ბრიჯი“ 2007 წელს დატოვა და 2013-ში „ლურჯების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთხელ დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები